ბათუმი

"ჩამოვხიე, რადგან ყველგან გამოფენილია, გაფეტიშებულია" – ქალი უკრაინის დროშის ჩამოხევაზე

ქალი, რომელმაც ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია, ამბობს, რომ ის პუტინისტი არაა და ეს სიწმინდის დაცვის მოტივით გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის სახელმწიფო დროშა ყველგანაა გამოფენილი და "გაფეტიშებულია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ინსტინქტურად მომივიდა, ყველგან გაფეტიშებულია, თორე მე პუტინისტი არ ვარ... არ იყო სწორი საქციელი, არ ვამართლებ, ბოდიშს ვუხდი საზოოგადოებას, მაგრამ მე არ ვარ სახელმწიფოს მტერი, იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ყველგან არის გაფეტიშებული [უკრაინის დროშა], ჩუსტებზე ეხატა დროშა და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ლიფტზე იყო გამოკრული და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ყველგან არ შეიძლება დროშის ასე გამოფენა, წმინდაა და პატივი უნდა სცე". – ამბობს ის.

უკრაინის სახელმწიფო დროშის ჩამოხევის კადრები დღეს, 21 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების ნაწილში შეშფოთება მალევე გამოიწვია.

კომენტარები