რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ღარიბაშვილი: მთავრობას კითხვა არ დაუტოვებია, უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი

კითხვა არ არსებობს საერთოდ, ჩვენ არ დაგვიტოვებია არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი. ჩვენი მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ეუთო-ს ფარგლებში, ევროკავშირის თუ ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან, ჩვენ მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები