რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდეს

ბორის ჯონსონი
AP

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს უკრაინაში, კიევში ჩასვლა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს. 

როგორც Daily Mail-ი წერს, ჯონსონმა ოფიციალურ პირებს დაავალა შეაფასონ თუ რამდენად პრაქტიკული იქნება უკრაინაში ვიზიტი. ამავე გამოცემის ცნობით, პრემიერის კიევში გამგზავრების საკითხი აღელვებთ უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლებს. 

Daily Mail-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ჯონსონს "[უკრაინაში] წასვლა სურს", თუ ეს შესაძლებელი იქნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები