რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევში დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი კიევში
UNIAN

უკრაინის დედაქალაქ კიევში დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 1 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად ხანძარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძარმა 1 500 კვადრატუი კილომეტრის ფართობი მოიცვა. ცეცხლის ჩაქრობაში სახანძრო ტექნიკის 11 ერთეული და 63 მეხანძრე მონაწილეობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები