ჟურნალისტებზე თავდასხმა

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს 17 მარტს დაესხნენ. ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძეც ყვება, რომ ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ.

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დავით ველიჯანაშვილი პოლიციამ 18 მარტს დააკავა. 

 

 

კომენტარები