რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ბუჩაში დასახლებული პუნქტები დაბომბეს - 7 ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში, კერძოდ კი ბუჩაში, დასახლებული პუნქტები მძიმე არტილერიით დაბომბეს. აგრესორის თავდასხმამ 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის ოლქის პოლიციამ გაავრცელა.

"კიევის ოლქზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალება და 5-ის დაშავება მოჰყვა. 18 მარტს ოკუპანტებმა ბუჩაში მძიმე არტილერიიდან ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს გაუხსნეს. დაზიანდა სახლები და ადმინისტრაციული შენობები". - წერია პოლიციის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები