რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან კიევში 60 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

МВД

ომის დაწყებიდან კიევში 60 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 4 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საბჭო ავრცელებს. ასევე, დედაქალაქში დაღუპულთა შორის არის 160-ზე მეტი სამხედრო. საერთო ჯამში, კიევში დაშავდა 889 ადამიანი. დაშავებულთა შორის 241 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 18 ბავშვი.

განადგურებულ შენობებს შორის არის 36 საცხოვრებელი კორპუსი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი.

ჯამში,ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 130-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები