რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის თავზე ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები სახლს დაეცა - დაიღუპა 1 ადამიანი

უკრაინის დედაქალაქ კიევში, პოდოლსკის რაიონში რუსი ოკუპანტების რაკეტა ჩამოაგდეს. მისი ნამსხვრევები კი 5-სართულიან სახლს დაეცა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. დაღუპულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

"ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების დაცემის შედეგად გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. აგრეთვე, მაშველებმა 98 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს". - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები