რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. 

ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

"სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფრის მცხოვრებლები და თანაშრომლები უსაფრთხოდ არიან".- დაწერა მან.

მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებას მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად ასობით დედა და ბავშვი აფარებს თავს. "უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს"- აღნიშნა მან. 

დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები