რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, დაიღუპა 2 წლის ბავშვი

კიევის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლს, რის შედეგადაც ერთი მრავალსართულიანი კორპუსი მთლიანად დანგრეულია. 

თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა და 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. 

ბოლო მონაცემებით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 108 ბავშვი ემსხვერპლა და ასზე მეტი დაშავდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები