რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღარიბაშვილი: მორავიეცკის გავაცანი ის აქტიური დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს

რა თქმა უნდა, მე პრემიერმინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს რეზოლუცია, იქნებოდა ეს ეუთოს ფორმატში, იქნებოდა ეს ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში - ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით თანაორგანიზატორი ამ რეზოლუციების. ჩვენ მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულებები, ამიტომ ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცხადი და გასაგებია - ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ სოლიდარული. 

კიდევ ერთხელ მინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე, როგორც პოლონეთს, ასევე საქართველოს, უკრაინასთან გვაკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, რომ ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერმინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ საერთო ბრიგინგზე. 

კომენტარები