რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იუკნევიჩიანე: საქართველო, დარწმუნებული ხარ, EU-ში გაწევრიანება სტალინის სუვენირებით გინდა?

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საკუთარ Twitter-ის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული, სადაც სტალინის გამოსახულებით სუვენირები იყიდება.

"საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა სტალინის ამ სუვენირებით? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი უკრაინაში ახლა აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია". – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები