რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში FOX News-ის ოპერატორი დაიღუპა

Fox News

უკრაინაში FOX News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზკევსკი დაიღუპა. ოპერატორი 14 მარტს ჟურნალისტ ბენჯამინ ჰოლთან ერთად დაიჭრა. ინფორმაციას FOX News ავრცელებს.

ზაკრზკევსკი საომარი ზონის ოპერატორი და ფოტოგრაფი იყო, რომელიც FOX News-ისთვის მუშაობდა თითქმის ყველა საერთაშორისო კონფლიქტის დროს, მათ შორის, ერაყში და ავღანეთში.

13 მარტს უკრაინაში, ქალაქ ირპენთან, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო დაიღუპა. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრი ნებიტოვის თქმით რენო რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში ასევე დაიჭრა ფრანგი ჟურნალისტი ჟუან არედონდო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები