რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მყოფი FOX-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი დაიჭრა

Wikipedia

უკრაინაში მყოფი Fox-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი დაიჭრა. ინფორმაციას სატელევიზიო არხი Fox News Channel ავრცელებს.

"ამ წუთისთვის მინიმალური ინფორმაცია გაგვაჩნია, მაგრამ ვიცით, რომ ბენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია. უკრაინაში მყოფი ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია". – ამბოს Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი.

ერთი დღით ადრე უკრაინაში, ქალაქ ირპინთან, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო დაიღუპა. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრი ნებიტოვის თქმით რენო რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში ასევე დაიჭრა ფრანგი ჟურნალისტი ჟუან არედონდო.

ბენჯამინ ჰოლი ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალია, რომელიც Fox-ისთვის 2015 წლიდან მუშაობს. იმავე წელს ჰოლმა გამოსცა წიგნი Inside ISIS. სხვადასხვა დროს მუშაობადა ისეთ დიდ გამოცემებში, როგორებიც არის New York Times, The Times of London, The Sunday Times, The Independent, BBC.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

 

კომენტარები