რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთმა რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი აკრძალა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ამოქმედების შედეგად რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი აიკრძალება, ხოლო ასობით პროდუქტზე საიმპორტო ტარიფი დაწესდება. ტარიფს დაექვემდებარება რუსული არაყიც.

"დიდი შვიდეულის მიერ მოსკოვზე ერთიანად დაწესებული ახალი ეკონომიკური სანქციების ტალღა პუტინის საომარ მანქანას მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს, თუმცა შეამცირებს დარტყმას ბრიტანულ ბიზნესებზე. ექსპორტის აკრძალვა მალე ამოქმედდება და უზრუნველყოფს, რომ ოლიგარქებს და ელიტის სხვა წევრებს, რომლებიც პუტინის მმართველობის დროს გამდიდრდნენ და უკრაინაში მის არალეგალურ შეჭრას უჭერენ მხარს, ფუფუნების საგნებზე წვდომა შეეზღუდებათ". – წერია განცხადებაში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები