რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უნივერსიტეტებში პუტინის პროპაგანდას მკაცრად გავუსწორდებით

ედინბურგის უნივერსიტეტი

გაერთინებული სამეფოს განათლების მინისტრი, ნადიმ ზაჰავი ამბობს, რომ უნივერსიტეტებში ვლადიმირ პუტინის პრორუსულ პროპაგანდას მკაცრად გაუსწორდებიან.

ორშაბათს, 14 მარტს ბრიტანეთის თემთა პალატის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ ჰალფონმა თქვა, რომ LBC-ის გამოძებით, ქვეყნის "წამყვან უნივერსიტეტებში შეინიშნებოდა პროპუტინური პროპაგანდა". 

მაგალითად, ედინბურგის პროფესორი ტიმ ჰეივარდმა Twitter-ზე გააზიარა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის სიტყვები, რომელშიც ის მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებდა. ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუშმა კი დაწერა: "აშშ ამბობს, რუსეთის კომენტარი, რომ ვაშინგტონს უკრაინაში ქიმიური იარაღის ბაზები აქვთ, ტყუილია – ვინ დაიჯერებს?"

ჰალფონის ცნობასთან დაკავშირებით ნადიმ ზაჰავიმ თქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ის პროპუტინურ პროპაგანდას მკაცრად გასწორებით ემუქრება. 

"პუტინი და მისი კოლეგები ბოროტ გავლენას ახდენენ ამ ქვეყანში ყველა იმაზე, ვინც მათ ცრუ ნარატივს იჯერებს. უნდა გავიმეორო, ეს არის ცრუ და საშიში ნარატივი და ჩვენ მას მკაცრად გავუსწორდებით". – თქვა ზაჰავიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები