რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, ნამსხვრევები 5-სართულიან შენობას დაეცა - არის მსხვერპლიც

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევები 5-სართულიან შენობას დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავადა ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

ნამსხვრებების ჩამოვარდნის შედეგად, განადგურდა ტროლეიბუსიც, რომელშიც მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აგრეთვე, ჩაიმსხვრა შემთხვევის ადგილზე მდებარე შენობების შუშები, დაზიანდა აივნები და კომერციული ფართები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები