რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლევიტსი: NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი

ეგილს ლევიტსი

ლატვიის პრეზიდენტის, ეგილს ლევიტსის თქმით, ლატვიაში NATO-ს მუდმივი სამხედრო ბაზა  რუსეთის შესაძლო აგრესიისგან ქვეყანას აუცილებლად დაიცავს.

"NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი. ეს არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი - ეს იქნება ძლიერი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ NATO მზად არის წევრი სახელმწიფოები დაიცვას" - თქვა ლევიტსმა CNN-თან საუბრისას.

ლატვიის პრეზიდენტი: NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი

ლატვიის პრეზიდენტმა მიესალმება ამერიკულ სამხედრო ნაწილებს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ლევიტსმა აღნიშნა, რომ რეგიონში საჭიროა აშშ-ს სამხედრო ძალების მუდმივად განლაგება და ეს იქნება პასუხი რუსეთის იდეებზე აგრესია უკრაინის გარდა სხვა სახელმწიფოებშიც გაავრცელოს.

"უნდა დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი დემოკრატიები ეს არის დასავლეთის თავდაჯერებულობის გამოწვევა. ეს არის გამოცდა დასავლეთისთვის, გამოცდა აშშ-ს ლიდერობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ აშშ და დასავლეთიც ამ გამოცდას ჩააბარებენ" - თქვა ლევიტსმა.

უკრაინაში ომის ფონზე NATO-მ აღმოსავლეთ ფლანგის გაძიერება დაიწყო და რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის ლატვიაში დამატებითი სამხედრო ძალები გაიგზავნა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები