რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მეუფე სპირიდონი: უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდება – შედგება დიდი წმინდა რუსეთი

არის დიდი წინასწარმეტყველებები, ძალიან დიდი მამების მიერ საუკუნეების წინ, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება, შედგება ერთი დიდი წმინდა რუსეთი, სამწმინდას ეძახიან. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი. ეს გაერთიანდება და ერთი მეფე ეყოლება. საქართველოში აღდგება მერე მეფობა. იქ იქნება რომანოვი მეფე და აქ ბაგრატიონი აღდგება, ძალიან მეგობრულად იქნებიან ერთმანეთთან. ამას მამა გაბრიელი წინასწარმეტყველებდა, ძალიან დიდი რუსი წმინდანებიც. ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს!

ვის უნდა ახლა ომი?! ადამიანს, რომელსაც ომი უნდა და უნდა, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავდნენ, ბოროტი ძალაა. ვილოცოთ, რომ შერიგდნენ ისინი და მშვიდობა იყოს. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. იმიტომ, რომ ისინი ძმები არიან და ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან.

თქვა სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები