რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, 134 დაშავდა

ლვოვი

ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. დაშავებულია, სულ მცირე, 134 ადამიანი. ინფორმაციას ლვოვის რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიტცკი FACEBOOK-ზე ავრცელებს.

"12:00 საათზე საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ხანძარი ლიკვიდირებული იყო,  სპეციალისტებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ნანგრევების უმეტესი ნაწილი დაშალეს. ავიადარტყმა განხორციელდა შავი და აზოვის ზღვების წყლებიდან. თვითმფრინავები სარატოვის აეროპორტში აიყვანეს. მთლიანობაში, დამპყრობლებმა 30-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

მუშაობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა - ზოგიერთი რაკეტა ჰაერში ჩამოაგდეს". - აღნიშნავს კოზიცკი. 

ასევე, ლვოვის ადმინისტრაციამ 13 მარტის დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე ორკებმა 8 რაკეტა ისროლეს. 

მომხარს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვიც გამოეხმაურა. მისი თმით, რუსი ოკუპანტების ავიაიერიში ლვოვზე, ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განხორციელებული მორიგი თავდასხმაა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები