რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში 8 რაკეტა ისროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში 8 რაკეტა ისროლეს. ინფორმაცისა ლვოვის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ლვოვის რეგიონის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა 13 მარტს, 3:00 საათიდან 4:00 საათამდე საჰაერო დარტყმა მოახდინეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე. მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. 

ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ დაადასტურა ინფორმაცია საჰაერო თავდასხმის შესახებ და მედიებსა და ადგილობრივებს მოუწოდა, არ გამოქვეყნონ ფოტოები და ვიდეო დაბომბვის ადგილებიდან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები