რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლვოვის ოლქში სამხედრო ბაზა დაბომბეს, დაიღუპა 9 ადამიანი

რუსი ოკუპანტები ლვოვის ოლქში იავორივის აეროდრომსა და სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ლვოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, 57 კი დაიჭრა. მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა პოლიგონის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს. 

ლვოვის ადმინისტრაციამ 13 მარტის დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე, ორკებმა 8 რაკეტა ისროლეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები