რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელიტოპოლის შემდეგ, ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერიც გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს. ინფრომაციას ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

"ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპრორუდნის მერი, ევგენი სერგეევიჩ მატვეევი გაიტაცეს." - წერს სტარუხი FACEBOOK-ზე. 

12 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას თან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა ახლდა. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე რუსეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები.

რუსმა ოკუპანტებმა უკვე აირჩიეს ივან ფედოროვის "შემცვლელი", ახალი მერი, რომელმაც ხალხს ახალი რეალობის შეგუებისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფალმა შერჩეულ კანდიდატს უკვე მიუსაჯა უვადო პატიმრობა და ქონებაც ჩამოართვა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადააღებინოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები