რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მხარს უჭერს პუტინთან იერუსალიმში შეხვედრას

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იერუსალიმში შეხვედრას. მისი თქმით, ომის შეჩერება შეუძლებელია რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ლიდერების შეხვედრით, თუმცა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის ისრაელი შესაბამისი ადგილია.

"რაც შეეხება ისრაელსა და პრემიერმინისტრ ბენეტის შუამავლობას, ჩვენ ზოგადად პოზიტიურად ვუყურებთ და მე პირადად დადებითად ვარ განწყობილი ნებისმიერი პირის მიერ შუამავლობის მიმართ, თუმცა მე არ ვუწოდებ ბატონ ბენეტს ვინმეს, რადგან ვფიქრობ, რომ მან იცის თამაშის წესები. 

[...] ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ბენეტს და ვუთხარი, რომ არასწორი და არაკონსტრუქციული რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში შეხვედრა. ეს არ არის ტერიტორია, სადაც ჩვენ შევძლებთ ომი შევაჩეროთ. მე ვსაუბრობ არა ტექნიკურ შეხვედრებზე, არამედ ლიდერების შეხვედრაზე. ვფიქრობ, რომ ისრაელი შეიძლება იყოს ასეთი ადგილი. განსაკუთრებით იერუსალიმი? დიახ, ასე მგონია. მე ეს ვუთხარი პრემიერმინისტრსაც". – თქვა ზელენსკიმ საერთაშორისო ჟურნალისტებთან ინტერვიუსას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები