რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ სანქციებს ვოლოდინს, ზიუგანოვსა და კომუნისტური პარტიის 12 დეპუტატს უწესებს

აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის 12 დეპუტატს, მათ შორის დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს და კომუნისტური პარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს. 

სანქციები ასევე შეეხო კომუნისტური პარტიის სხვა წევრებს: ლეონიდ კალაშნიკოვს, ვლადიმერ კაშინს, იური აფონინს, ევგენი ბესონოვს, ნიკოლაი კოლომეიცევს, ალექსეი კურენნოი, ივან მელნიკოვს, დიმიტრი ნოვიკოვს, ნიკოლაი ოსადჩის და ყაზბეკ ტაისაევს.

აშშ-ს სანქცირებულთა სიაში VTB ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ და მოქმედ წევრებს.

ამასთან დმიტრი პესკოვის შემდეგ, აშშ-მ სანქციები მის ცოლსა და შვილებსაც დაუწესა. 

11 მარტს ამერიკის შეერთეთებულმა შტატებმა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთის "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმებაც მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

კომენტარები