რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა "არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ბელარუსზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა". 

ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას თქვა.   

"ჩვენ მათ თავს არ დავსხმივართ. [...] ახლა გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას. და [რუსეთის] ოპერაციამდე 6 საათით ადრე პოზიციებზე, 4 პოზიცია იყო, რუკა მაქვს წამოღებული, გაჩვენებთ, პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, ისინი თავს დაეხმებოდნენ ჩვენს სამხედროებს, ბელარუსისა და რუსეთის, რომლებიც სწავლებებზე იყვნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი, ჩვენი სინდისი სუფთაა". – თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები