რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $13.6 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დახმარების სახით დამატებით $13.6 მილიარდის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ, საკითხზე სენატმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება არაუგვიანეს პარასკევს მიიღოს. 

ასევე, პალატამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის კრძალავს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები