რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან შემოტანილი სამედიცინო პროდუქტის ექსპორტს კრძალავს

NHS

რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებული სამედიცინო პროდუქტის ქვეყნიდან გატანას დროებით კრძალავს. განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთში სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების დეფიციტის შექმნის თავიდან აცილებს მიზნით მიიღო. 

7 მარტს რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. განახლებულ სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. სიაში ვერ მოხვდა საქართველო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები