რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკმა უკრაინას გადაუდებელი დახმარებისთვის $723 მილიონი გამოყო

WB

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის $723 მილიონის ოდენობის გადაუდებელი სესხებისა და გრანტების პაკეტი დაამტკიცა

"მსოფლიო ბანკის ჯგუფი დგას უკრაინისა და რეგიონის ხალხის გვერდით", - წერია განცხადებაში. 

პაკეტი მოიცავს მსოფლიო ბანკის წინა სესხზე 350 მილიონი აშშ დოლარის სასესხო დანამატს.

მომდევნო თვეებში ბანკი ასევე გეგმავს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკრაინას $3 მილიარდით დაეხმაროს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე განიხილება მეზობელი სახელმწიფოების დახმარების ზრდა, რათა შეძლონ 1.7 მილიონი ლტოლვილის მიღება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები