რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით NATO-ს ქვეყნებში დამატებითი 500 ჯარისკაცი გაიგზავნა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ევროპაში, NATO-ს ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებით 500 ჯარისკაცის და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაგზავნის ბრძანება გასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-მ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, NATO-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად მიიღო.

ოსტინის გადაწყვეტილებით, 500 ჯარისკაცი გერმანიაში, პოლონეთში და რუმინეთში გაიგზავნება. ამასთან, პოლონეთსა და რუმინეთში საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციების ცენტრი გაიხსნება. საბერძნეთში კი KC-135 ტიპის საწვავის შემვსები თვითმფრინავი განთავსდება. 

დამატებითი სამხედრო განთავსებების შედეგად, ევროპაში ამჟამად 100 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.

კომენტარები