რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

IAEA: ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მენეჯმენტს რუსი მეთაური აკონტროლებს

Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, უკრაინაში, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მენეჯმენტს რუსი მეთაური აკონტროლებს, თუმცა სადგურში კვლავ მუშაობენ რეგულარული თანამშრომლები.

"უკრაინის მიერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის გადაცემული ცნობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში რეგულარული პერსონალი განაგრძობს მუშაობას, ქარხნის მენეჯმენტი რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურის ბრძანებას ექვემდებარება, რომელმაც ობიექტზე კონტროლი გასულ კვირას დაამყარა". – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინა იტყობინება, რომ სადგურის მენეჯმენტის ნებისმიერი ქმედება რუსი მეთაურის წინასწარ დამტკიცებას მოითხოვს.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია რუსმა ოკუპანტებმა 4 მარტს დაიკავეს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები