რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტი ჯარის დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 11 000-ს გადააჭარბა

რუსი სამხედრო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მე-11 დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 11 ათას ადამიანს გადააჭარბა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 6 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენდა:

პერსონალი - 11 ათასზე მეტი ადამიანი,
ტანკები - 285 
AFV - 985 
საარტილერიო სისტემები -109 
MLRS - 50 
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 21 
თვითმფრინავი - 44 
ვერტმფრენები - 48 
საავტომობილო აღჭურვილობა - 447 
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2 
ტანკები PPM - 60 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 4

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები