რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

УНИАН: ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ჯავშანტექნიკა მიატოვეს, უკრაინელ სამხედროებს გაექცნენ

უკრაინელი სამხედროების ხელში ჩაგდებული რუსული ტექნიკა, ხარკოვის ოლქი, 2022 წლის 5 მარტი
УНИАН

УНИАН-ის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსების საოკუპაციო ძალებმა მიატოვეს ჯავშანტექნიკის კოლონა და უკრაინელ სამხედროებს გაექცნენ. 

რუს ოკუპანტებს ჩასაფრება უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა მოუწყვეს. 

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, რუსმა სამხედროებმა მიატოვეს ჯავშანტექნიკა და საწვავი. უკრაინელებმა ხელში ჩაიგდეს სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის 30 ერთეული, მათ შორის ტანკები. 

ერთ-ერთი ტანკით უკვე გაამაგრეს ტერიტორიული დაცვის ძალების საგუშაგო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები