რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: 9 დღეში ოკუპანტების 39 თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი გავანადგურეთ

უკრაინაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 9 დღის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების, სულ მცირე, 39 თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი გაანადგურა.  

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 4 მარტს, რუსულმა მხარემ 3 თვითმფრინავი - Су-25 დაკარგა, უკრაინელებმა ორი ჩერნიგოვში ჩამოაგდეს, ერთი კი დონეცკში, ვოლნოვახასთან.  

"უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის წინ, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული არმიის საჰაერო ჯგუფი, დაახლოებით, 450 თვითმფრინავისა და 250-ზე მეტი ვერტმფრენისგან შედგებოდა. იფრინეთ, უკრაინის მიწა ყველას მიგიღებთ!" - წერის სამინისტროს განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები