ევროპული საქართველო

ბოკერია: ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ დაპირისპირებაში არის პუტინიზმის მხარეს

დღეს არის ძალიან კონკრეტული ვითარება შექმნილი, თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, მაგრამ იწყებს პუტინის რეჟიმის ეკონომიკურად გასრესას. მეტიც უნდა გააკეთონ, მაგრამ დაწყებულია ეს პროცესი.

ამ პროცესში აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს ნაკადები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ამ რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების, საშუალო რგოლის, რომ გააღწიონ სხვაგან და სხვადასხვა ილეთით თავი დააღწიონ სანქციებს. და საქართველო არ შეიძლება, იქცეს და ამ მთავრობის პირობებში არის საფრთხე, რომ იქცეს ამ ხვრელად ასეთი ადამიანებისთვის.

ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ამას დიახაც, მას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს და სრული უფლება აქვს ამ ნიშნით, მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდოს შემოსვლა და აქ უვიზო რეჟიმი არაფერ შუაში არ არის, უვიზო რეჟიმი არანაირად არ ზღუდავს ქვეყანას, ამ სპეფიციკურ ვითარებაში რაიმე შეზღუდოს, მე არ ვგულისხმობ პუტინის წინააღმდეგ მერძოლ ადამიანებს.

ამიტომ, სრულიად გასაგებია ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტის სიფრთხილე, რომ არ დაუშვას, რომ ისინი გამოყენებულ იქნენ საერთაშორისო და თავისუფალი სამყაროს სანქციების გვერდის ასასვლელად რუსეთის მოქალაქეების და პუტინის რეჟიმის პირდაპირ თუ ირიბად მსახურების მიერ.

და ამას გმობს ჩვენი მთავრობა? იმის მაგივრად, რომ თვითონ აკეთებდეს ამას? და ვის გმობს კიდევ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება, აღშფოთება გამოხატონ თუ ვინმემ, არ აქვს მნიშვნელობა, რუსი იქნება ეთნიკური წარმოშობით თუ ქართველი იქნება, პუტინისტურ პროპაგანდას აყვება? ან პუტინს აქებენ? ეს არის საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია და ეთნიკურობა არაფერ შუაშია, ეს არის ჯანსაღი სიძულვილი პუტინიზმის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს თავისუფლების სიყვარულისგან, და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ დაპირისპირებაში არის პუტინიზმის მხარეს 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკიმინაციულ კამპანიას აგორებს. მანვე თქვა, რომ პარლამენტი დისკიმინაციის და ეთნიკური შუღლის წინააღმდეგ კანონპროექტს გაამკაცრებს.

კომენტარები