რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დეგნანი: საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებში

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო თავის მხარდამჭერ განცხადებებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინაში და საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ. ჩვენ ძალიან მივესალმებით საქართველოს მკაფიო განცხადებებს გაერო-სა და ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე. ეს იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დანახვა. მნიშვნელოვანია აქ, საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება, რათა მოხდეს პოლარიზაციის გვერდით გადადება, ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, მხარდაჭერის გამოხატულება ისევ გაგრძელდება, როგორც ეს იყო მაგალითად, ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა  აშშ-ის ელჩმა  საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები