საქართველოს მთავრობა

კობახიძე: რუსი ეროვნების პირთა წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს, ასე EU-ს წევრი ვერ გავხდებით

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არანაირი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის, ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც განმსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და, ზოგადად, ქართველობის მიმართ. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-მ რუსების მიმართ დისკიმინაციული კამპანია წამოიწყო და, მისივე ინფორმაციით, ეთნიკურ შუღლზე კანონი გამკაცრდება.

კომენტარები