რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვში რუსულ ავიათავდასხმებს 47 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსულ ავიათავდასხმებს 47 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწოდებული დაზუსტებული ინფორმაციით, 3 მარტს, ქალაქ ჩერნიგოვზე განცხორციელებულ რუსულ ავიათავდასხმებს 47 ადამიანი ემხვერპლა. 38 კაცი და 9 ქალი. გადარჩენილია 18 ადამიანი". - წერია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები