რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრემი პუტინზე: ერთადერთი დასასრული იქნება რუსეთში ის ვინმემ რომ მოკლას

EVELYN HOCKSTEIN / AP

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი საკუთარ Facebook-პოსტში უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის საშუალება არის მხოლოდ რუსი ხალხი.

"არსებობს რუსეთში ბრუტუსი? არის რუსეთის არმიაში უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი?

ამის ერთადერთი დასასრული იქნება ეს ტიპი რუსეთში ვინმემ რომ მოკლას.

შენს ქვეყანასა და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევდი. ერთადერთი ხალხი, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. მარტივი სათქმელია, რთული გასაკეთებელი.

თუ დარჩენილი ცხოვრება ბნელეთში ცხოვრება, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება და  სიღარიბეში ყოფნა არ გსურთ, უნდა იმოქმედოთ", - წერს ამერიკელი სენატორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები