რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი მაკრონს: რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი წარმატებით მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციას და მას ნეიტრალურად აქცევს - რა მიზანიც ჰქონდა. 

პუტინსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი მოხდა, რომლის მიხედვითაც, პუტინმა თქვა, რომ  უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, მხოლოდ გამოიწვევს რუსეთის მიერ მისი მოთხოვნების გაფართოებას.

BBC-ის ცნობით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ იგი არ ეთანხმება საფრანგეთის ლიდერის გუშინდელ გამოსვლას, რომელშიც მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები