რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონების ახალი პარტია მიიღო

უკრაინის მიერ 2021 წელს მიღებული Bayraktar TB2
Daily Sabah

უკრაინამ მიიღო თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar TB2-ის ახალი სერია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომიტეტი ავრცელებს. 

"გეშინოდეთ, ორკებო!", - აფრთხილებს სტრატეგიული კომიტეტი რუსეთის საოკუპაციო ძალებს. 

უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომში უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. მათი მეშვეობით შეძლეს რამდენიმე რუსული ჯავშანტექნიკის კოლონის, ასევე რამდენიმე Бук-ის სარაკეტო სისტემა. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა შეძენილი, გასულ წელს კი მათ დამატებით შეიძინეს ამავე ტიპის კიდევ 24 დრონი. 

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. 

გასული წლის ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული სამხედრო დრონი, Bayraktar TB2 დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს. ამ ფაქტს მოჰყვა კრემლის კომენტარი, რომ დონბასში, უკრაინის სამხედრო ძალებისა და სეპარატისტების შეხების ხაზზე თურქული უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებამ, შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

კომენტარები