ეროვნული ბანკი

სებ: რუსეთის მიმართ სანქციებმა გაურკვევლობა გაზარდა, თუმცა, ჩვენი ფინანსური სისტემა მზადაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება" - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

სებ-ის მტკიცებით, "პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი ზომების გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას".

ეროვნული ბანკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და რუსეთის მიმართ შესაბამისად დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა გაურკვევლობა რეგიონის მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, "თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა". 

კომენტარები