მე გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. ჩვენ მოვაწყობთ ყველანაირ ლოჯისტიკას, რომ იყოს თბილი. მე ასევე მივმართავ პატარა და დიდ ბიზნესს, მოგვამარაგეთ ჩაით, საბნებით, ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ და დილით 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა. ვერ შევა და მოუწევს წასვლა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ძალადობას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ღამეც უნდა გავათენოთ და იქაც არ უნდა შევუშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახლა წავალთ და სოციალურ მედიაში გავაგრძელებთ წერას, ვინ რა არ გააკეთა და ვინ რა დააკლო, ისევ დავრჩებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ხოშტარია: დილის 8 საათზე კანცელარიასთან გადავალთ, ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა
tbl.ge/5w26
დაკოპირდა

თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ გამართული აქციაზე.
ამავე თემაზე
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
- შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა
- სირსკი: ჩემთვის მოულოდნელი იყო გაგება, რომ ბატონ მინისტრთან კონფლიქტი გვქონდა
- სარაკეტო განგაშის შემდეგ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
- SBU: უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ხერსონში FSB-ს საკოორდინაციო ცენტრს დაარტყეს




