რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ უკრაინაზე: საბრძოლო ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება

სერგეი შოიგუ და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები, რომელსაც მოსკოვი "სპეცოპერაციას" ეძახის, იქამდე გაგრძელდება, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯგუფები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას განაგრძობენ დასახული მიზნების მიღწევამდე", – თქვა სერგეი შოიგუმ. 

"ჩვენთვის მთავარია – დავიცვათ რუსეთის ფედერაცია სამხედრო საფრთხისგან, რომელთაც ქმნიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინელი ერის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებას ცდილობენ", – დაამატა შოიგუმ. 

24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "საბრძოლო სპეცოპერაციის" მიზნებად დაასახელა უკრაინის დემილიტარიზაცია და "დენაციფიკაცია".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები