რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვის მერი მოქალაქეებს: 1 რუსი სამხედროს სანაცვლოდ – $300, ტანკი – 250 000 გრივნა

მოხალისე მოლოტოვის კოქტეილით საწვრთნელ ბაზაზე, 2022 წლის 6 თებერვალი
AP

ქალაქი ჩერნიგოვის მერი, ვლადისლავ ატროშენკო გამოდის ინიციატივით, რომ საოუკუპაციო ძალების ჯარისკაცის ან ჯავშანტექნიკის განადგურების სანაცვლოდ მოქალაქეებს ჯილდო დაუწესონ. მსგავსი ინიციატივები ემსახურება ადგილობრივების მიერ წინააღმდეგობის გაწევის სტიმულის გაზრდას. 

ჩერნიგოვის მერის მიერ დაწესებული ჯილდოები შემდეგნაირია: მოკლული ან დატყვევებული ოკუპანტის სანაცვლოდ – $300, ტანკი – 250 000 გრივნა, ჯავშანტრანსპორტიორი – 200 000 გრივნა, БТР – 150 000 გრივნა.

"დღეს ამ რუსი დამპყრობლების პირველი სამიზნე არის დედაქალაქი. ეს გასაგებია. მაგრამ ჩერნიგოვთან იმყოფება რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ სურთ ქალაქი ჩერნიგოვის დაკავება. თხოვნა ჩერნიგოვის ოლქის ყველა მცხოვრებისადმი: სადაც შეძლებთ და რითაც შეძლებთ – გააკეთეთ ყველაფერი, რათა წინ ვეღარ წაიწივნონ", – თქვა ჩერნიგოვის მერმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები