რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგია უკრაინას 2 000 ანტისატანკო იარაღს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 2 000 ანტისატანკო იარაღს, M72 LAW-ს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტოირემ განაცხადა.

"ნორვეგიას საბრძოლო აღჭურვილობის ექსპორტთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს. თუმცა, უკრაინას ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს". - ამბობს ნორვეგიის პრემიერმინისტრი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ნორვეგია NATO-ს არაწევრ ქვეყანას საბრძოლველად იარაღს არ აძლევდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები