რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟამ, BINANCE-მა უკრაინას დასახმარებლად $10 მილიონი გამოუყო

კრიპტოვალუტის უმსხვილესმა სავაჭრო ბირჟამ, Binance-მა ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინას 10 მილიონი დოლარი გამოუყო

გარდა ამისა, ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური საქველმოქმედო ფონდი, სადაც მსურველებს უკრაინის დასახმარებლად კრიპტოვალუტის გადარიცხვა შეეძლებათ. საქველმოქმედო ანგარიშზე თავად Binance-მა უკვე ჩარიცხა 6 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები