რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ბელარუსში საელჩოს ხურავს – რუსეთში საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვების ნებას რთავს

ენტონი ბლინკენი
AP

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსში საელჩო დახურა, ხოლო რუსეთში საელჩოს ნაკლებმნიშვნელოვან თანამშრომლებს ქვეყნის დატოვების ნება დართო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

"ჩვენ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე გადავდგით, რომლებიც გამოწვეულია უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით". – თქვა ბლინკენმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები