კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 465 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 17.44%-ია

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 138 ტესტი და დადასტურდა 2 465 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 840 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.06%.

ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 241 გამოვლინდა, აჭარაში - 194, იმერეთში – 376, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 111, გურიაში – 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 143, კახეთში – 97, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 85 122, საიდანაც 4 595 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 417 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 80 110 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 046, მათგან 278 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 605 472 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 504 161 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 163.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები