რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჟიტომირის მერი: მაროდიორებს გაუფრთხილებლად ვესვრით

რუსი სამხედრო უკრაინაში შეჭრილი ტანკების კოლონიდან
ria.ru

უკრაინის ქალაქ ჟიტომირის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაროდიორებს გაუფრთხილებლად ესვრიან.

"როშნის რაიონში დავაკავეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მაღაზიაში შეპარვას ცდილობდნენ. ყველას ვაფრთხილებ: პოლიციამ, ნაციონალურმა გვარდიამ, ტერიტორიული დაცვის დანაყოფებმა მიიღეს ბრძანება არა დაკავების, არამედ ადგილზე დახვრეტის. მაროდიორობა ქალაქში არ იქნება". – თქვა მერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები